სერხიო აგუერო: "ფეხბურთი ყველასთვისაა მოგონილი, მარტო რეალისთვის არა..."
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "სიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა, 36 წლის სერხიო აგუერომ, 2024 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების შესახებ ისაუბრა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებსა და სამწრვთნელო შტაბს, იმ ადამიანებს დასცინა, რომლებიც ოქროს ბურთის დაჯილდოებას ვინისიუსის ვერ მოგების გამო არ დაესწრენენ.
"პერესს ჰგონია, რომ საფეხბურთო სამყარო მის ირგვლივ ტრიალებს. ეს ასე არაა და არც არასდროს იქნება - ფეხბურთი მხოლოდ მათთვის (რეალისთვის) არ არის მოგონილი, ეს ყველას თამაშია.
სამწუხაროა, რომ რეალის მესვეურები, ფეხბურთელები და მწვრთნელები მიიჩნევენ, რომ ყველაფერი მათ უნდა მოიგონ. ეს ასე არ არის - ოქროს ბურთი შეიძლება დაიმსახურა ვინისიუსმა, თუმცა როდრი უფრო იმსახურებდა და არ არის განსახილველი ეს თემა..." - სერხიო აგუერო
აგუეროს კარიერის განმავლობაში „ინდეპენდიენტეში“, „ატლეტიკოსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ უთამაშია. მას მოგებული აქვს ევროპის ლიგა, უეფა-ს სუპერთასი, ინგლისის პრემიერლიგა, თასი და სუპერთასი, კოპა ამერიკა და ოლიმპიური თამაშები.