Belive

ზამთარში შესაძლოა გაუშვან - რეალი ვინისიუსთან ახალ კონტრაქტზე კვლავ ვერ შეთანხმდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანური გამოცემების ცნობით, ვინისიუსსა და "სამეფო კლუბს" შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმება მესამე ჯერზე კვლავ ვერ შედგა.

რეალის ხელმძღვანელობამ და ბრაზილიელი ფეხბურთელის წარმომადგენლობამ მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპი ზამთრისთვის გადადო, იმ პირობით, რომ თუ ზამთარშიც ვერ მოხერხდება კონტრაქტზე შეთანხმება, რეალი უფლებას იტოვებს, რომ ბრაზილიელი შემტევი ტრანსფერზე დააყენოს.

მთავარი კომპონენტი, რაზეც მხარეები ვერ თანხმდებიან, ხელფასია. ვინისიუსი გაცილებით მეტს ითხოვს, რეალის წარმომადგენლები კი პირველ ეტაპზე მხოლოდ 3.5 მილიონიანი დანამატით შემოიფარგლებიან.

„მარკას“ ინფორმაციით, რეალი შეთავაზებაში ცვლილება არ განხორციელებულა, ვადა კი კვლავ 2030 წლის 30 ივნისამდეა განსაზღვრული.

ვინისიუსი "სამეფო კლუბში" 2018/2019 წლების სეზონიდან ირიცხება, რა პერიოდშიც 323 მატჩი ჩაატარა და გოლით თავის გამოჩენა 106-ჯერ შეძლო, საგოლე გადაცემა კი 86-ჯერ შეასრულა.

სხვა სტატიები