ვინისიუსმა რეალში რონალდოს რეკორდი გაიმეორა
ვინისიუს ჟუნიორი "რეალში" გატანილი გოლების რაოდენობით რონალდო ნაზარიოს გაუთანაბრდა. მართალია, სამეფო კლუბმა უკანასკნელი შეხვედრა "ვალენსიასთან" წააგო, თუმცა ვინისიუსმა გატანილი გოლით ბრწყინვალე რეკორდის გამეორება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ვინის ამ რეკორდის გუშინვე დამხობა შეეძლო, თუმცა მამარდაშვილმა მას პენალტი აუღო.
მადრიდის რეალის მრავალწლიან ისტორიაში ამ კლუბში ბევრ ბრაზილიელს უთამაშია, აქამდე ყველაზე მეტი გოლის გამტანი ბრაზილიელი რონალდო იყო, თუმცა უკვე ეჭვგარეშეა, რომ ვინისიუსი მის გადასწრებას უახლოეს პერიოდში მოახერხებს. რონალდო ნაზარიომ რეალში 5 წელი გაატარა და 104 გოლის გატანა მოახერხა, ამ ნიშნულზეა უკვე ვინისიუსიც.
არც ისაა გამორიცხული, რომ შედეგის გაუმჯობესება როდრიგომაც შეძლოს, მის ანგარიშზეა 68 გოლია.
𝗩𝗜𝗡𝗜́𝗖𝗜𝗨𝗦 𝗘𝗤𝗨𝗔𝗟𝗦 𝗥𝗢𝗡𝗔𝗟𝗗𝗢 𝗔𝗦 𝗥𝗘𝗔𝗟 𝗠𝗔𝗗𝗥𝗜𝗗'𝗦 𝗛𝗜𝗚𝗛𝗘𝗦𝗧-𝗦𝗖𝗢𝗥𝗜𝗡𝗚 𝗕𝗥𝗔𝗭𝗜𝗟𝗜𝗔𝗡 🤝🇧🇷 pic.twitter.com/H9DhiSgv5H
— 433 (@433) April 5, 2025