ფლორიან ვირცი ყველას უარს ეტყვის, ბაიერნის გარდა
ფლორიან ვირცმა, "ბაიერ ლევერკუზენის" გერმანელმა ტალანტმა, მიიღო გადაწყვეტილება არ შეუერთდეს "რეალ მადრიდს" და პირადი კონტაქტები მიუნხენის "ბაიერნთან" დაამყარა.
ვირცს ბოლო თვეებში რეალთან აკავშირებდნენ, თუმცა გერმანელმა გამორიცხა ბლანკოსში გადასვლის შესაძლებლობა, მაშინაც კი, თუ მისი ამჟამინდელი მწვრთნელი, ხაბი ალონსო თეთრების თავკაცი გახდება. ეს ამბავი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა პერესისთვის, რადგან მისი ტრანსფერი მომავლის სტრატეგიულ ნაბიჯად მიიჩნეოდა.
ახალგაზრდობის მიუხედავად, ვირცის საფეხბურთო სიმწიფემ მისი სახელი კონტინენტის უდიდესი კლუბების დღის წესრიგის სათავეში დააყენა, თუმცა ვირცმა ნათლად განაცხადა თავისი შეხედულებების შესახებ: მას კარიერის ამ ეტაპზე, სამშობლოს დატოვება არ სურს.
გერმანული გამოცემები და ფაბრიციო რომანო უკვე წერენ, რომ პირადი შეთანხმება ვირცსა და ბაიერნს შორის უკვე არსებობს, ახლა მიუნხელებმა ლევერკუზენთან მოლაპარაკება უნდა დაიწყონ. ფლორიანის კონტრაქტი ბაიერთან 2027 წლამდეა ძალაში, ბაიერნი კი მის ამ ზაფხულსვე შეძენაში, პირველ შეთავაზებად 100 მილიონ ევროს განიხილავენ.