"კარგად არის ოტამენდი?! - მე, რომ ვინისიუსის ადგილას ვყოფილიყავი სხვაგვარად მოვიქცეოდი" - უესლი სნეიდერი
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის პირველ შეხვედრაში რეალ მადრიდმა ბენფიკა სტუმრად 0:1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში სხვადასხვა კონფლიქტური ეპიზოდები იყო, ერთ-ერთი ასეთი ნიკოლას ოტამენდისა და ვინისიუს ჟუნიორის ეპიზოდი გახლდათ, სადაც არგენტინელი მცველი ბრაზილიელს სხეულზე დახატულ მსოფლიო ჩემპიონატის, ფინალისიმას და კოპა ამერიკის ტატუებისკენ დამცინავად მიუთითებს. უესლი სნეიდერი ოტამენდისა და ვინისიუსის ეპიზოდს გამოეხმაურა:
კარგად არის ოტამენდი?! მე ვინისიუსის ადგილას რომ ვყოფილიყავი ასე ვუპასუხებდი: მესიმ შენთვის მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, შენ ამ ყველაფერთან საერთო არაფერი გქონია.
რატომ ექცევა ოტამენდი ასე რეალ მადრიდის ფეხბურთელს? საერთოდ აქვს წარმოდგენა, რამდენი ჩემპიონთა ლიგის ტიტული აქვს მოგებული ვინიუსს? და ამ ყველაფრის შემდეგ ის კიდევ თასებს აჩვენებს? - უესლი სნეიდერი
🚨 Nicolás Otamendi lifted his shirt in front of Vinícius to show him his tattoo of Messi with the World Cup. 😭
— Football Tweet ⚽ (@Footballtweet) February 18, 2026
🗣️ Wesley Sneijder: "What Otamendi did was super childish. Is he alright in the head? He was literally 1-0 down as well."
"And if I was Vinicius, I would have… pic.twitter.com/PrtLDvoqKi
რეალ მადრიდისა და ბენფიკას საპასუხო შეხვედრა 25 თებერვალს გაიმართება.