ვინისიუსის რეაქცია, როდესაც ბარსელონას წაგების ამბავი გაიგო | VIDEO
7 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის თასის 1/2-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ატლეტიკო მადრიდმა ბარსელონა 4:0 გაანადგურა. ნახევარფინალი ორმატჩიანია და მომდევნო მატჩი კატალონიური კლუბის სტადიონზე, კამპ ნოუზე 3 მარტს გაიმართება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კადრები გავრცელდა, სადაც ვინისიუს ჯუნიორს ბარსელონას მარცხის შესახებ ამცნობენ.
შეგახსენებთ, რომ რეალ მადრიდი ესპანეთის თასზე ასპარეზობას 1/8-ფინალიდან გამოეთიშა, სამეფო კლუბი ალბასეტესთან დამარცხდა.