Belive

ვინისიუსი საფრთხის ქვეშაა | ბრაზილიელმა შეიძლება ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგოს

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, მადრიდის რეალში, ვინისიუს ჟუნიორთან დაკავშირებით, კითხვები გაჩნდა. ნამდვილად უნდა იყოს თუ არა ბრაზილიელი სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი? სეზონის დაწყებამდე, ამაზე ალბათ ბევრს გაეცინებოდა, მაგრამ ახლა სწორედ ეს არის მთავარი კითხვა. შესაძლოა, ეს მკაცრ შეფასებად ჟღერდეს, მაგრამ ბრაზილიელის სტატისტიკა ამის საფუძველს ნამდვილად აჩენს.

ვინისიუსს, სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, ექვს თამაშში, ერთადერთი გოლი აქვს გატანილი, სამ საგოლე გადაცემასთან ერთად. ჩატარებული შეხვედრების რაოდენობასთან შედარებით, ვინისიუსის დონის ფეხბურთელისთვის, ეს საკმაოდ ცუდი მაჩვენებელია. კონტრასტი კი, განსაკუთრებით თვალშისაცემია იმის ფონზე, რომ რეალის სხვა ვარსკვლავები, თამაშის ხარისხს სულ უფრო და უფრო აუმჯობესებენ.

ვინისიუსს ჯერ კიდევ უჭირს საკუთარი სათამაშო ფორმის დაბრუნება. იქნება ეს შედეგიანობისა თუ, ზოგადად, თამაშზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით. ეს თავად ბრაზილიელმაც იცის და ამ თემაზე სოციალურ ქსელებშიც ისაუბრა. "გოლები ისევ მოვა... ამდენი შანსის გაფუჭება აღარ შემიძლია" - დაწერა ბრაზილილემა ინსტაგრამზე.

ელჩესთან მატჩში, ვინისიუსს ძალიან კარგი შანსები ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერც ერთი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ კი, ბრაზილიელი, იმ შეხვედრაში, 64-ე წუთზე შეცვალეს. ამ ყველაფრის ფონზე, ვარაუდობენ, რომ თუ მადრიდელთა შვიდიანი საკუთარ თამაშს ვერ გააუმჯობესებს, შესაძლოა, მისი ადგილი იან დიომანდემ დაიკავოს.

სხვა სტატიები