Belive

ჟაოუ კანსელუ: "გამოჩნდა რომ უკეთესები ვართ, თუმცა რეალი მეტ შანსს იყენებს"

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

„ელ კლასიკოში“ განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ, ბარსელონას მცველმა ჟოაუ კანსელუმ განაცხადა, რომ კატალონიელები რეალზე უკეთესად გამოიყურებოდნენ, თუმცა მატჩის ბედი მადრიდელთა მაღალმა რეალიზაციამ გადაწყვიტა.

'DAZN'-თან ინტერვიუში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ გუნდს შეცდომების გაანალიზება და სწრაფი რეაგირება მართებს.

„ბევრი არაფერია სათქმელი. მეტოქეს ვაჯობეთ, თუმცა რეალის ხელწერა სწორედ ეს არის - ცოტა მომენტს ქმნიან და გააქვთ. მთლიანობაში, უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ რეაგირება გვმართებს. წინ ალავესთან მატჩია, ამიტომ შეცდომებს გავაანალიზებთ და ძალებს აღვიდგენთ.

ხშირად გვსურს მაღალი პრესინგის თამაში, თუმცა რეალურად ბურთის მეტად კონტროლი, მისი სწრაფი მოძრაობა და მომენტების შექმნა გვჭირდება. ეს ოდნავ დაგვაკლდა, მიუხედავად იმისა, რომ რეალზე მეტი შანსი გვქონდა.“ - ჟოაუ კანსელუ

თავის მხრივ, მან ყურადღება ჩემპიონატის ხანგრძლივობაზე გაამახვილა და დასძინა, რომ მე-10 ტურში ლა ლიგის ბედი არ წყდება.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ ბარსელონამ პირველი ტაიმი სუსტად ჩაატარა და აკლდა ბურთის მოძრაობის რიტმი, უშვებდა უაზრო შეცდომებს, რეალის დონის გუნდთან კი ასეთი ხარვეზები მყისიერად ისჯება.

პორტუგალიელმა მცველმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბარსელონა თავმდაბალი გუნდია და ფეხბურთელები სრული კონცენტრაციით ემზადებიან მომდევნო გამოწვევისთვის. კატალონიელებს შეცდომების გამოსასწორებლად დიდი დრო არ აქვთ - ალავესთან მატჩში გუნდი მხოლოდ სამი ქულის მოპოვებასა და რეაბილიტაციას გეგმავს

სხვა სტატიები