"მათ ჩემი ტიპის მწვრთნელი აღარ სჭირდებოდათ" - მოურინიომ ძველი ისტორია გაიხსენა
ჟოზე მოურინიომ მადრიდის რეალიდან 2013 წელს წასვლის მიზეზებზე ისაუბრა და განმარტა, რომ გადაწყვეტილება კლუბის ინტერესიბდან გამომდინარე მიიღო. პორტუგალიელი სპეციალისტი 17 ნოემბერს მადრიდის რეალის სამაგისტრო სკოლის 2026/27 სასწავლო წლის გახსნას დაესწრო, სადაც ემილიო ბუტრაგენიოსთან ერთად სტუდენტებს საკუთარი კარიერის გამოცდილება გაუზიარა.
მადრიდის რეალი დიდებული კლუბია არა მხოლოდ მოგებული ტიტულების, არამედ საკუთარი პრინციპებისა და სპორტულ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამკვიდრებული ღირებულებების გამოც. ესპანეთიდან 13 წელი ვიყავი წასული და ამ დროის განმავლობაში უკეთ გავაცნობიერე, რას ფიქრობენ მადრიდის რეალზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 2013 წელს დარჩენა შემეძლო, თუმცა კლუბის სიყვარულის გამო წავედი, რადგან ვფიქრობდი, რომ იმ პერიოდში გუნდს ჩემი ტიპის მწვრთნელი აღარ სჭირდებოდა.
- ჟოზე მოურინიო
მოურინიო რეალს მეორე ვადით 2026 წლის 13 ივლისს შეუერთდა. 'განსაკუთრებულს' 'სამეფო კლუბთან' ახლანდელი კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ამ ეტაპზე რეალი ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ადგილზეა. რეალი ლა ლიგაში, 22 ნოემბერს სელტას დაუპირისპირდება.
🚨 José Mourinho: “In 2013, I could have stayed at Real Madrid but I left out of LOVE for the club”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 18, 2026
“I felt the team no longer needed someone like me”. pic.twitter.com/RmZW4G9MXv