ოფიციალურად: სკალონი არგენტინას 2030 წლის მუნდიალზეც გაწვრთნის
ლიონელ სკალონისთან კონტრაქტის გახანგრძლივება, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, კლაუდიო ტაპიამ, 48 წლის მთავარ მწვრთნელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ოფიციალურად გამოაცხადა.
სკალონიმ, რომელმაც „ალბისელესტე“ 2022 წელს, კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებამდე მიიყვანა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ისეთივე ენთუზიაზმითაა სავსე, როგორც „პირველ დღეს".
„ახალი პროექტი იწყება“ - აღნიშნა მან მას შემდეგ, რაც გუნდის უცვლელმა ლიდერმა და მთავარმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, რომელმაც ნაკრებში 20 წელი გაატარა, საერთაშორისო კარიერა დაასრულა. სკალონიმ ნაკრებში საკუთარ მომავალზე ეჭვი მას შემდეგ გამოთქვა, რაც ნიუ-ჯერსიში გამართულ მუნდიალის მძიმე და დაძაბულ ფინალში არგენტინა ესპანეთთან 0:1 დამარცხდა.
სკალონიმ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პოზიცია ყოველგვარი წინასწარი სამწვრთნელო გამოცდილების გარეშე დაიკავა და შექმნა გუნდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი და 2 კოპა ამერიკა მოიგო.
Claudio Tapia en conferencia de prensa junto al entrenador de la #SelecciónMayor: "Es un día muy especial para toda la familia del Fútbol Argentino, vamos a anunciar la continuidad de Lionel Scaloni al frente del cuerpo técnico de la Selección Argentina".
— 🇦🇷 Selección Argentina ⭐⭐⭐ (@Argentina) November 12, 2026