Belive

"საერთოდ არ მეწყინა ვინისიუსი დაჯილდოვებაზე რომ არ იყო" - როდრი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი როდრი გახდა. ესპანელი ფეხბურთელი აღნიშნული ჯილდოს მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო.

თუმცა, გულშემატკივართა უმრავლესობის აზრით, გამარჯვებას ვინისიუსი იმსახურებდა. ოქროს ბურთის დაჯილდოვებამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვინისიუსი და "რეალი" არცერთი ფეხბურთელი ცერემონიაზე არ გამოცხადდებოდა. სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ მათ შედეგი წინასწარ იცოდნენ. როდრიმ ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ჩემთვის არავის უთქვამს, რომ ოქროს ბურთს მოვიგებდი. ცერემონიაზე მიდიხარ და გამარჯვებულის ვინაობას მხოლოდ მაშინ იგებ, როცა კონვერტი იხსნება. "რეალ მადრიდი" იქ რაღაც მიზეზის გამო არ იყო. საერთოდ არ მეწყინა ვინისიუსი დაჯილდოვებაზე ვერ ვნახე. რატომ უნდა მწყენოდა? - განაცხადა როდრიმ

სხვა სტატიები