Belive

ვინისიუსი: ,,ლა ლიგა, რომელიც ოდესღაც მესის და რონალდუს ეკუთვნოდათ, ახლა რასისტებს ეკუთვნით''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' თავდამსხმელმა, ვინისიუს ჟუნიორმა, რომელსაც ,,ვალენსიასთან'' მატჩში რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს, შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ხაზი ლა ლიგაში არსებულ რასიზმს გაუსვა:

,,ეს არ იყო პირველი შემთხვევა, არც მეორე და არც მესამე. ლა ლიგაში რასიზმი ნორმალურია... ვწუხვარ, ჩემპიონატი, რომელიც ოდესღაც რონალდინიოს, რონალდოს, კრიშტიანუსა და მესის ეკუთვნოდათ, ახლა რასისიტებს ეკუთვნით. მშვენიერი ერი, რომელმაც მიმიღო და რომელიც მიყვარს, მსოფლიოში რასისტული ქვეყნის იმიჯის გატანას დათანხმდა. ვწუხვარ, იმ ესპანელების გამო, რომლებიც ამას არ ეთანხმებიან, მაგრამ, დღეს, ბრაზილიაში, ესპანეთი ცნობილია, როგორც რასისტების ქვეყანა. და, სამწუხაროდ, მე არავინ მიცავს. თუმცა, ძლიერი ვარ და რასიზმის წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლებ. თუნდაც აქიდან შორს,'' - წერს ვინისიუსი.

ლა ლიგის 35-ე ტურში ,,ვალენსიამ'' მადრიდის ,,რეალს'' უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. 97-ე წუთზე ვინისიუსი მოედნიდან გააძევეს - ბრაზილიელმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს სახეში ხელი დაარტყა.

View this post on Instagram

A post shared by Vinicius Jr. ⚡️🇧🇷 (@vinijr)

სხვა სტატიები