Belive

ანჩელოტი: ,,მეტოქე საუკეთესოდ წარმოჩინდა, ჩვენ კი - არა''

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მიუნხენის ,,ბაიერნთან'' ფრედ დასრულებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ვფიქრობ, მეტოქე საუკეთესოდ წარმოჩინდა, ჩვენ კი - არა... თუმცა, მომავალ ოთხშაბათს შანსი გვექნება, რომ საკუთარი თავი გამოვავლინოთ. თამაში საკმაოდ კარგად დავასრულეთ.

პერიოდულად ბურთს ვფლობდით, ბაიერნი კი დიდ ზეწოლას არ ცდილობდა. მათ საკმაოდ მაღალი დაცვის ხაზი ჰქონდათ, რითაც ვისარგებლეთ - კროოსის შესანიშნავი პასი და ვინისიუსის შესანიშნავი შესრულება.

ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე კარგ მდგომარეობაში ვართ. ლონდონში მოსახვედრად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ!'' - კარლო ანჩელოტი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა მიუნხენის ,,ბაიერნსა'' და მადრიდის ,,რეალს'' შორის ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

საპასუხო მატჩი 8 მაისს, მადრიდში გაიმართება.

სხვა სტატიები