გვარდიოლა: ,,რეალს პატივს ვცემ, მაგრამ, მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ მათი მეშინია''
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მადრიდის ,,რეალთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,რეალს არაერთხელ შევხვედრივარ და ამ გუნდს პატივს ვცემ. მათ მიმართ პატივისცემა გამაჩნია, მაგრამ, მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ მეტოქის მეშინია. თუ ისინი დაგვამარცხებენ, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ, მივულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ.
გვჭირდება, რომ ზეწოლა ვიგრძნოთ... თუ შარშანდელ მოგებაზე გავამახვილებთ ყურადღებას, არ გვექნება დამატებითი სტიმული, რომელიც აუცილებელია. რთული მომენტებიც იქნება, რადგან 90 წუთის განმავლობაში დომინირება შეუძლებელია. მზად ვართ, რომ უმაღლეს დონეზე ვითამაშოთ.
რეალს გუშინ რომ შევხვედროდით, ხვალინდელი მატჩისგან განსხვავებული იქნებოდა, არცერთი მატჩი არ არის ერთი და იგივე. მათ გასული სეზონიდან გაკვეთილი მიიღეს, ისევე როგორც - ჩვენ... - პეპ გვარდიოლა
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ,,მანჩესტერ სიტი'' მადრიდის ,,რეალს'' უმასპინძლებს. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.
გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.