Belive

ვინისიუსი: "ჯუდის დიდი გულშემატკივარი ვარ, მის ტრანსფერზე მე ვიმუშავე..."

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 36-ე ტურში, ჩემპიონმა მადრიდის "რეალმა" "ალავესს" უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა.

მატჩის გმირები ვინისიუს ჟუნიორი და ჯუდ ბელინგემი იყვნენ. ვინისიუსმა დუბლი შეასრულა, ხოლო ბელინგემმა გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ვინისიუსმა სწორედ მის ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარზე - ჯუდ ბელინგემზე ისაუბრა და იმედოვნა, რომ ინგლისელი სუპერვარსკვლავი ლა ლიგის ბომბარდირი გახდება.

"მე მისი (ბელინგემის) დიდი გულშემატკივარი ვარ. არ მინდოდა ამის თქმა, თუმცა გასულ წელს მის ტრანსფერში უდიდესი წვლილი შევიტანე. ხშირად ვხვდებოდი და ვთხოვდი პერესს, რომ იგი გუნდში მოგვეყვანა.

დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ 2 მატჩში ბელინგემი შეძლებს გოლების გატანას და ლა ლიგის ბომბარდირი პირველივე სეზონში გახდება. მიუხედავად იმისა, რომ იგი თავდამსხმელი არ არის, მას წარმოუდგენელი შედეგი აქვს დაფიქსირებული..." - ვინისიუს ჟუნიორი

შეგახსენებთ, რომ 36 ტურის შემდეგ, ლა ლიგის ბომბარდირი "ჟირონას" ფორვარდი - არტიომ დოვბიკია, რომლის ანგარიშზეც 20 გატანილი გოლი და 7 შესრულებული საგოლე გადაცემაა.

ჯუდ ბელინგემის ანგარიშზე კი 19 გატანილი გოლი და 6 შესრულებული საგოლე გადაცემაა. მომავალ 2 ტურში, მადრიდის "რეალის" მეტოქეები - "ვილიარეალი" და "ბეტისი" იქნებიან.

სხვა სტატიები