Belive

ტონი კროოსი: "გულწრფელი ვიქნები - კლასიკოში რეალის მოგების არ მჯეროდა"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა - ტონი კროოსმა, "ელ კლასიკოს" შესახებ მედიაში ისაუბრა და მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია ჰანსი ფლიკის ბარსელონათი.

"გულწრფელი უნდა ვიყო - დარწმუნებული არ ვიყავი, რომ რეალ მადრიდი ბარსელონას დაამარცხებდა, მაშინაც კი, როცა ისინი 2-0-ს იგებდნენ. ის პერფორმანსი, რასაც კარლო ანჩელოტის გუნდი აჩვენებდა, ამ ანგარიშს არ ასახავდა. 2-0 ციდან ჩამოვარდნილ საჩუქარს ჰგავდა.

შთამბეჭდავი ფაქტი ისაა, რომ ბარსამ თამაში ისე გააგრძელა, თითქოს არაფერი მომხდარა - ისეთ სტილში, თითქოს ეს შედეგი არაფერს ნიშნავდა, სულ რომც 0-7 წაეგოთ.

ბარსელონას წაგების შიში არ აქვს. მათ საკუთარი თავის სჯერათ. მაშინაც კი, როცა 0-2-ს აგებენ, სწრაფად და თავდაჯერებულად თამაშობენ და, მსოფლიოში ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ, საგოლე მომენტების შექმნას აგრძელებენ.

ეს ინტერთან მატჩის მეორე ტაიმში ვიხილეთ. “ნერაძური” დაცვაში ძალიან ძლიერია, თუმცა ბარსამ თამაში და შანსების შექმნა მარტივად განაგრძო - ვფიქრობ, ასეთი რამ თანამედროვე ფეხბურთში იშვიათია.

რა თქმა უნდა, ბარსელონა მაღალი დონისაა, მაგრამ მთავარი ფაქტორი მენტალიტეტია: ორბურთიანი სხვაობით აგებდე და არაფერი გეტყობოდეს, ეს უბრალოდ შესანიშნავია." - ტონი კროოსი

შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსმა მისი დიდებული საფეხბურთო კარიერა 35 წლის ასაკში დაასრულა. მისთვის ბოლო შეჯიბრი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი იყო.

სხვა სტატიები