Belive

ვინჩენცო მონტელა: "უსამართლოდ დავმარცხდით, პოლონეთის მეორე გოლი არ უნდა ჩათვლილიყო"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქეთის ნაკრებმა ევრო 2024-სთვის მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა. გუნდმა უკანასკნელი ამხანაგური შეხვედრა ვარშავაში, პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 2:1 დამარცხდა.

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა შედეგს უსამართლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ნიკოლა ჟალევსკის 90-ე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი ჩასათვლელი არ იყო.

მართალია, ზედიზედ 5 მატჩია არ მოგვიგია, მაგრამ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამხანაგური შეხვედრები რთულ მეტოქეებთან დაგვეგეგმა. რაც შეეხება პოლონეთთან თამაშს, შედეგი აშკარად უსამართლოა. მოწინააღმდეგემ აუტი მოსაწოდებელი წერტილიდან 15 მეტრის მოშორებით გაათამაშა და ამის გამო, ჩვენი 4 ფეხბურთელი სათამაშო მომენტის მიღმა აღმოჩნდა. შეგვეძლო მოედანზე მეორე ბურთი შეგვეგდო და თამაში ასე შეგვეჩერებინა, უნდა ჩაგვედინა ასეთი რამ? არ ვიცი.

წაგება უსამართლოა, მაგრამ ამის გამო არ ვღელავ. ჩვენ ძალიან ბევრ მომენტს ვქმნით და კარისკენ 22-ჯერ დავარტყით, უბრალოდ მოედნის ბოლო 20 მეტრში თამაში მეტი სიცხადით გვმართებს. ფეხბურთელის რანგში ევროპის ჩემპიონატის ფინალი დავთმე, ამიტომ განსაკუთრებული შეგრძნებაა, როცა როგორც მწვრთნელს გუნდი ასეთ ტურნირზე მიმყავს. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ოცნების ასასრულებლად - განაცხადა ვინჩენცო მონტელამ

აღსანიშნავია, რომ თურქეთს უკანასკნელი 5 შეხვედრიდან არცერთი არ მოუგია. წინა წლის ნოემბერში უელსთან ოფიციალურ შეხვედრაში ფრედ ითამაშეს, შემდეგი 4 ამხანაგური შეხვედრედინან კი სამჯერ წააგეს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ შეხვედრას სწორედ თურქეთთან, 18 ივნისს, დორტმუნდში ჩაატარებს.

სხვა სტატიები