თურქი მცველი: ,,ბოლო წამზე გული კინაღამ გამიჩერდა''
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
თურქეთის ეროვნული ნაკრების მცველი, სამეთ აქაიდინი, საქართველოსთან მატჩის მიწურულს, ჩვენი გუნდის შექმნილ მომენტს გამოეხმაურა:
,,ბოლო წამზე გული კინაღამ გამიჩერდა! ძალიან შევშინდით... მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა.
იმედია, ჯგუფიდან გასვლას შევძლებთ. როგორც ქვეყანა, ყველაფერს ვიმსახურებთ!'' - სამეთ აქაიდინი
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.
ჩვენი გუნდი ევრო 2024-ის მომდევნო მატჩს შაბათს, 22 ივნისს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.