Belive

"აბსოლუტური საშინელება" - ინგლისელი გულშემატკივრები მოედნის საფარს აკრიტიკებენ

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გარეთ საუთგეიტის ფეხბურთელები, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, დანიას დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრანკფურტში (Deutsche Bank Park) არენაზე გაიმართა. "სამი ლომის" ფანებმა იმედგაცრუება და აღშფოთება გამოხატეს მოედნის საფარის საშინელ მდომარეობაში ყოფნის გამო, რის შედეგადაც შეიძლებოდა კაილ უოკერი სერიოზულად დაშავვებულიყო.

რა სასაცილოა, ეს მოედანია? აბსოლუტურად საშინელი და უკიდურესად საშიში.

ეს მოედანია თუ ნამცხვარი?

ჩვენს ნაკრებს ვერ გავამართლებ, მაგრამ ეს მოედანი სინამდვილეში სირცხვილია. ყოველი გამეორების დროს ვხედავ, როგორ ცვივა სხვადასხა 'ნაჭერი' მინდორს.

ფრანკფურტის მოედანი წვიმაში ჩასაცმელი ჩექმებისთვისაც კი შეუფერებელი იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპის ჩემპიონნატის თამაშის მასპინძლობისთვის.
- წერენ ინგლისელი ფანები X-ზე

კაილ უოკერის 'შემთხვევა' არ გამორჩენია ალან შირერსაც. "მანჩესტერ სიტის" მცველს ფეხი მინდვრის ცუდი მდგომარეობის გამო დაუცდა და მძიმე ტრავმას გადაურჩა. „ფრანკფურტის ზედაპირი სირცხვილია. სასწაულია, რომ კაილ უოკერმა იქ სერიოზული ტრავმა არ მიიღო" - განაცხადა შირერმა.

ინგლისმა ისევ უღიმღამოდ ითამაშა და დანიაისთან შეხვედრა ფრედ (1:1) დასრულდა. კუნძულელებს 4 ქულა აქვთ და შედეგობრივად მათთვის ტრაგიკული არაფერი ხდება, თუმცა თამაშის ხარისხი ის არაა, რასაც მთავარი ფავორიტისგან მოელოდნენ.

სხვა სტატიები