Belive

ვინ შეცვლის სპალეტის? - დე ლაურენტისი ყოფილ მწვრთნელს დაუკავშირდა

11 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიური მედიის ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, კლუბის ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, რაფაელ ბენიტესთან დაკავშირებას და მისთვის ლუჩიანო სპალეტის შემცვლელობის შეთავაზებას აპირებს.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუჩიანო სპალეტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბს დატოვებს, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის ხელმძღვანელობა კი მისი შემცვლელის მოძიებაზე მუშაობს. გავრცელდა სხვადასხვა პოტენციური კანდიდატის ვინაობა, ახლა კი ირკვევა, რომ აურელიო დე ლაურენტისმა 2012-15 წლებში გუნდის მწვრთნელის დაბრუნება გადაწყვიტა.

Gazzetta dello Sport-ის უახლეს მასალებში ნათქვამია, რომ მართალია, ჯერ საბოლოო ნაბიჯი არ გადადგმულა, მაგრამ ესპანელ მწვრთნელთან კონტაქტი არსებობს, მან კი თავად შესანიშნავად იცის გუნდში არსებული გარემო, მიზნები და ამბიციები. ამავე დროს, პატივს სცემს და აფასებს სპალეტის მიერ შესრულებულ სამუშაოს. ის ყოველთვის ინარჩუნებდა კონტაქტს "ნაპოლისთან" და კმაყოფილია, რომ კლუბის ხელმძღვანელს მისი მისამართით ინტერესი აქვს.

ასევე, აღნიშნულია ის, რომ სპალეტი და დე ლაურენტისი ერთმანეთს ვარჯიშზე შეხვდნენ, სადაც პრეზიდენტი ფეხბურთელებთან მისასალმებლად მივიდა. მწვრთნელსა და კლუბის მმართველს შორის მხოლოდ თავაზიანი მისალმება შედგა და სხვა არაფერი, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კი მოლაპარაკებები თითქმის აღარ გრძელდება. ნათქვამია, რომ შეუცვლელი არავინაა, მათ შორის არც მწვრთნელი და ფეხბურთელები.

რაფაელ ბენიტესმა 2014 წელს ნეაპოლურ კლუბთან ერთად ქვეყნის თასის და სუპერთასის მოგება მოახერხა.

ლუჩიანო სპალეტი “ნაპოლიში” 2021 წლის 1 ივლისს დაინიშნა და გუნდს 93 შეხვედრაში უხელმძღვანელა. მისი კონტრაქტი “ლურჯებთან” მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება.

სხვა სტატიები