ლუის ენრიკე: "რთულია პსჟ-ში ძირითადის მოთამაშე იყო"
ლიგა 1-ის 23-ე ტურში "ლიონი" საკუთარ მოედანზე "პსჟ"-ს მიიღებს. ორივე გუნდის შემადგენლობაში ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ და შესაბამისად, ეს შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, პსჟ-ს დამრიგებელმა, ლუის ენრიკემ, ბრედლი ბარკოლასა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
კვარას მოყვანის მიზანი ჩვენი გუნდის გაძლიერება იყო. ძალიან რთულია პსჟ-ში ძირითადის ფეხბურთელი გერქვას. აქ ყველა ერთმანეთს ეჯიბრება და ამვდროულად აძლიერებს.
ბრედლი ბარკოლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გასული სეზონის მეორე ნახევარში და მას ძალიან პერსპექტიული მომავალი აქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ძალიან ახალგაზრდაა. ის ეწყობა ჩვენს თამაშს, შეტევაშიც და დაცვაშიც. ჩემი მიზანია, მან განაგრძოს პროგრესი, ისევე როგორც ჩვენი გუნდის ყველა სხვა მოთამაშემ. ახალგაზრდა ფეხბურთელებს უნდა მიეცეთ საკმარისი სივრცე, რომ გაიზარდონ. - განაცხადა ლუის ენრიკემ
ენრიკემ ხვალინდელ მეტოქეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მწვრთნელის ცვლილება ლიონის პოტენციალს არ შეამცირებს. რამდენიმე კითხვა ჩემპიონთა ლიგასაც შეეხებოდა, რაზეც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო "ლივერპულთან" ექნებათ საქმე.
ლიონთან რთული იქნება. მათ ახლახან შეცვალეს მწვრთნელი, მაგრამ გასვლითი მატჩი ყოველთვის რთულია, ჩვენ ვიცით ამ გუნდის ძლიერი მხარეები. ლიონი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ისინი ასევე არიან ევროპა ლიგაზეც. რთულ მატჩს ველით. ჩვენ ძალიან მაღალ დონეზე უნდა ვიყოთ, რომ კარგი მატჩი ჩავატაროთ და მოვიგოთ. - დაამატა ენრიკემ
ლიგა 1-ში პსჟ-ს საკმაოდ კომფორტული უპირატესობა აქვს. პარიზელები 56 ქულით პირველ ადგილს იკავებენ და უახლოეს მდევარ "მარსელს" 10 ქულით უსწრებენ.
ლიონი მეექვსე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ზონას (მე-4 ადგილს), 4 ქულით ჩამორჩება.