ვინ შეცვლის კალცონას? იტალიურ მედიაში მთავარი კანდიდატი სახელდება
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ,,ნაპოლი'' ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, ფრანჩესკო კალცონას, დაემშვიდობება, შესაბამისად, გუნდი ახალი მწვრთნელის ძიებას განაგრძობს.
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, გუშინ ,,პარტენოპეის'' პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ჯან პიერო გასპერინის დაუკავშირდა, რომელიც მწვრთნელის პოსტზე ნეაპოლელებისთვის მთავარი კანდიდატია.
66 წლის სპეციალისტს ,,ატალანტას'' ხელმძღვანელობასთან პრობლემები აქვს, თუმცა მას მომავლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.
გასპერინის გარდა, დე ლაურენტისის ფავორიტთა შორის ანტონიო კონტეცაა, რომელიც, თავის მხრივ, მაღალ ხელფასსა და ტრანსფერებს ითხოვს.
ასევე, კალცონას სავარაუდო შემცვლელებს შორის სტეფანო პიოლი (მილანი) და ვინჩენცო იტალიანოც (ფიორენტინა) სახელდებიან.
სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ,,ნაპოლის'' 51 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზეა. გუნდი მხოლოდ კონფერენს ლიგაზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.
Napoli, nuovi contatti con Gasperini. Anche Conte resta in corsa#SkySport #Napoli #Calciomercato #Gasperini #Conte https://t.co/ssD338KsHG
— skysport (@SkySport) May 17, 2024