Belive

ვინ შეცვლის არნე სლოტს? - ბრიტანელებმა ტოპ 5 კანდიდატი დაასახელეს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვარსკვლავური შემადგენლობის მიუხედავად, ლივერპული მიმდინარე სეზონში საკუთარი თავის აჩრდილსაც აღარ ჰგავს. პრემიერ ლიგის 14 მატჩში, მერსისაიდელებმა მხოლოდ 7 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.

ინგლისური ფეხბურთის ფლაგმანი არც ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავს და არნე სლოტის გათავისუფლების შესახებ, სულ უფრო ხშირად აპელირებენ. წამყვანი ბრიტანული მედია საშუალებები არნე სლოტის 5 პოტენციურ შემცვლელსაც ასახელებენ და ამ ჩამონათვალში რამდენიმე გამორჩეული მწვრთნელია.

აღსანიშნავია, რომ მედია რამდენიმე ისეთ სახელსაც შეეხო, რომლის ლივერპულის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხილვის შანსიც საკმაოდ დაბალია. მაგალითად, ხაბი ალონსო, რომელიც მადრიდის რეალს წვრთნის და იურგენ კლოპი, რომელმაც საკუთარი სურვილით დატოვა მერსისაიდული გრანდი და დროებით ჩამოშორებულია სამწვრთნელო საქმიანობას.

იმ შემთხვევაში, თუ ლივერპულის მფლობელების მოთმინების ფიალა საბოლოოდ აივსება და ნიდერლანდელ სპეციალისტს გაათავისუფლებენ, მედია მიიჩნევს, რომ არჩევანი სწორედ ამ ხუთეულიდან რომელიმეზე შეჩერდება.

ტოპ 5 პოტენციური შემცვლელი

  • ზინედინ ზიდანი

  • იულიან ნაგელსმანი

  • ხაბი ალონსო

  • იურგენ კლოპი

  • ოლივერ გლასნერი

ლივერპული მომდევნო მატჩს 6 დეკემბერს, ლიდსის წინააღმდეგ გამართავს და არნე სლოტს პოსტის შესანარჩუნებლად მხოლოდ 3 ქულის მოპოვება სჭირდება, რადგან მორიგი იმედგაცრუება შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.

სხვა სტატიები