Belive

"ტექნიკის თვალსაზრისით, რონალდინიო ჩემთვის საუკეთესო მოთამაშეა" - ხვიჩა კვარაცხელია

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ცნობილ საფეხბურთო გვერდ 433-თან ინტერვიუ ჩაწერა. ქართველ ვარსკვლავს ცნობილი და ლამაზი მომენტები შეაფასებინეს.

ვიდეო რონალდინიოსა და ზინედინ ზიდანის ბრწყინვალე ცრუმოძრაობებით სრულდება, კვარამ კი ლეგენდარული ფეხბურთელები ერთმანეთს შეადარა და მისი აზრი დააფიქსირა.

როგორც რონალდინიოსთან ასევე ზიდანთან თამაში ძალიან მინდა, ძალიან მიჭირს ერთ-ერთის არჩევა, მაგრამ უფრო ალბათ რონალდინიო. ის ახლაც კი ახერხებს ასეთი მოძრაობების შესრულებას, წარმოუდგენელია. ის (რონალდინიო) ტექნიკის თვალსაზრისით ჩემთვის საუკეთესო მოთამაშეა. - ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე კი კვარას 8 გოლი და 4 ასისტი დაუგროვდა.

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი პარი სენ-ჟერმენსა და ლივერპულს შორის დღეს, 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები