Belive

"დარწმუნებული არ ვარ, რომ ალისონი გუნდთან ერთად ვარჯიშს შეძლებს" - არნე სლოტი

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ალისონმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩამდე გამართულ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და გალათასარაის წინააღმდეგ არ უთამაშია. ალისონის ტრავმის გამო, შანსი გიორგი მამარდაშვილმა მიიღო, რომელმაც მართალია კარის მშრალად შენახვა ვერ შეძლო, მაგრამ სამი რთული დარტყმა მოიგერია.

ლივერპული, რომლისთვისაც პრემიერ ლიგაში თითოულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს კვირას ტოტენჰემს დაუპირისპირდება და დიდია ალბათობა, რომ მერსისაიდული გრანდის კარს კვლავ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

არნე სლოტმა პრესკონფერენციაზე ალისონის ტრავმის შესახებ ისაუბრა და ბრაზილიელი მეკარის მდგომარეობა შეაფასა.

დღეს სავარჯიშო სესია გაიმართება, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, რომ ალისონი გუნდთან ერთად ივარჯიშებს. სამედიცინო სტაფის წევრებთან აღნიშნულის შესახებ ჯერ არ მისაუბრია. პროგნოზი დამაიდემებელია, მაგრამ დანამდვილებით ჯერ არაფრის თქმა შემიძლია. იმედია ალისონი ტოტენჰემის წინააღმდეგ მზად იქნება - წინააღმდეგ შემთხვევაში, მას გალათასარაისთან ველოდები. - არნე სლოტი.

ლივერპულისა და ტოტენჰემის დაპირისპირება 15 მარტს, 20:30 საათზე, ენფილდზე გაიმართება.

სხვა სტატიები