ვინ მოიგებს პრემიერლიგას? მოურინიოს პროგნოზი
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,რომას'' მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის მთავარ ფავორიტად ,,მანჩესტერ სიტის'' მიიჩნევს.
პორტუგალიელ სპეციალისტს აზრი ჯონ ობი მიკელის პოდკასტში ჰკითხეს:
ვინ მოიგებს პრემიერლიგას?
- მანჩესტერ სიტი - 51%, ლივერპული - 49%...
არსენალი არა?
- არა! - ჟოზე მოურინიო
პრემიერლიგის 17 ტურის შემდეგ, პირველ ადგილს 39 ქულით ,,არსენალი'' იკავებს, რომელიც მეორეადგილოსან ,,ლივერპულს'' 1 ქულით უსწრებს. ,,მანჩესტერ სიტის'' 34 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა.