პეპ გვარდიოლა: "იმედი მაქვს ფილ ფოდენი კარიერას სრულად სიტიში გაატარებს"
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, ფილ ფოდენის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ იმედი აქვს ინგლისელი კარიერის განმავლობაში სრულად "ქალაქელების" შემადგენლობაში ითამაშებს.
"იმედი მაქვს, რომ ფილ ფოდენი სიტიში მთელი კარიერის განმავლობაში ითამაშებს. ის განსაკუთრებული მოთამაშეა, აკადემიის დროიდან მოყოლებული მანჩესტერ სიტის გულშემატკივარი, ამაში ეჭვი არ მეპარება.
თუ ფილ ფოდენს კაპიტნობა სურს, მაშინ დიახ. ის მოედანზე ყოველთვის ლიდერი გახლდათ. ფოდენი არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც გასახდელში ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ მოედანზე არასდროს იკარგება. საწყისი დღიდანვე ყოველთვის იღებდა პასუხისმგებლობას და მოედანზე წარმოუდგენელი ქარიზმა აქვს", - ამბობს პეპ გვარდიოლა.
ფილ ფოდენი, რომელიც მანჩესტერ სიტის აკადემიის აღზრდილია, კლუბის მთავარ გუნდში 2017 წლიდან თამაშობს და 336 მატჩში 106 გოლი აქვს გატანილი, 64 საგოლე პასი გაკეთებული და ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოგებული, მათ შორის უეფას ჩემპიონთა ლიგა და 6-ჯერ ინგლისის პრემიერ ლიგა.