Belive

"უგო ეკიტიკე უახლოეს პერიოდში ლივერპულის ფეხბურთელი გახდება" - Sky Sports

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულმა უგო ეკიტიკეს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია, ინფორმაციას Sky Sports-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს. წყაროს ცნობით ტრანსფერი თითქმის დასრულებულია, მის სანაცვლოდ მერსისაიდული გუნდი აინტრახტს ბონუსების ჩათვლით 95 მილიონ ევროს გადაუხდის.

23 წლის ფრანგი ფორვარდი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს პერიოდში გაივლის და კონტრაქტს 2031 წლამდე გააფორმებს.

უგო ეკიტიკემ ფრანკფურტის აინტრახტის რიგებში 64 შეხვედრა ჩაატარა, რა დროშიც 26 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები