ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? კვარაცხელია Goal-ის ფავორიტთა შორის დაწინაურდა
2 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Goal.com-მა, ოქროს ბურთის მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
ვებგვერდის ვერსიით, ჯილდოს მოგების მთავარ ფავორიტად ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელი, ჰარი კეინი რჩება.
ნომინანტთა შორის მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც წინა რეიტინგში მე-11 პოზიციას იკავებდა:
,,2025-26 წლების სეზონი: 21 გოლი, 9 საგოლე გადაცემა.
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა ახლა რომ გვიწევდეს, ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნებოდა. პსჟ-ს გარემარბმა პლეი-ოფის ბოლო 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა, რომელთა შორისაც რამდენიმე ნამდვილად შთამბეჭდავი იყო.
თუმცა, მის მაქსიმალურ პოზიციას ოქროს ბურთის საბოლოო რეიტინგში, სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრა განსაზღვრავს. მიუხედავად ამისა, თუ ფეხბურთელი, რომელსაც „კვარადონას“ ეძახიან, კვლავაც ასე წარმატებით იასპარეზებს მაღალი დონის ევროპულ მატჩებში, ის France Football-ის ათეულში ადგილს აუცილებლად დაიმსახურებს.'' - წერს Goal
,,ოქროს ბურთის'' 20 მთავარი პრეტენდენტი Goal.com-ის ვერსიით:
ჰარი კეინი
მაიკლ ოლისე
ლამინე იამალი
ლუის დიასი
ერლინგ ჰოლანდი
კილიან მბაპე
უსმან დემბელე
დეკლან რაისი
ხვიჩა კვარაცხელია
ხულიან ალვარესი
ვიტინია
გაბრიელ მაგალაეში
ლეო მესი
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
რაფინია
ვინისიუს ჟუნიორი
რაიან შერქი
ლაუტარო მარტინესი
პედრი