ერლინგ ჰოლანდმა მესის 2 რეკორდი მოხსნა
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, მანჩესტერ სიტი შინ პსჟ-სთან 2:4 დამარცხდა, თუმცა მარცხის მიუხედავად, ისტორიული მატჩი ჰქონდა ქალაქელთა ნორვეგიელ ფოვარდს - ერლინგ ჰოლანდს, რომელმაც მატჩში თავი დუბლით გამოიჩინა.
ამ გატანილი გოლებით, მან ლიონელ მესის 2 ისტორიული რეკორდი მოხსნა:
ერლინგ ჰოლანდი გახდა როგორც ყველაზე ახალგაზრდა, ისე ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 60 გოლი გაიტანა. მან ამ ნიშნულს სულ რაღაც 60 მატჩში მიაღწია. მან მოხსნა მესის რეკორდი 60 გოლის გასატანად საჭირო ყველაზე ცოტა მატჩების რაოდენობით - მესის ამისათვის 80 შეხვედრა დასჭირდა.
ჰოლანდი ასევე გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 60-გოლიან ზღვარს მიაღწია - მან მესის ასაკობრივი რეკორდი სულ რაღაც ერთი დღით გააუმჯობესა.
𝐇𝐀𝐀𝐋𝐀𝐍𝐃 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐒 𝐓𝐖𝐎 𝐎𝐅 𝐌𝐄𝐒𝐒𝐈’𝐒 𝐂𝐇𝐀𝐌𝐏𝐈𝐎𝐍𝐒 𝐋𝐄𝐀𝐆𝐔𝐄 𝐑𝐄𝐂𝐎𝐑𝐃𝐒 😲🤖
— 433 (@433) October 15, 2026
After yesterday’s game, Erling Haaland is now both the 𝗬𝗢𝗨𝗡𝗚𝗘𝗦𝗧 and the 𝗙𝗔𝗦𝗧𝗘𝗦𝗧 player to score 60 Champions League goals 👏
He reached the milestone in just… pic.twitter.com/PJdLZCBmbw
მგონი, ბოლომდე ვერც ვაცნობიერებთ, რამდენად წარმოუდგენლად შთამბეჭდავია ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი ტემპებით გოლების გატანა…
აღსანიშნავია, რომ ამ ისტორიული მიღწევისა და ნორვეგიელი თავდამსხმელის მორიგი რეკორდის მიუხედავად, მატჩი მანჩესტერ სიტისთვის წარუმატებლად დასრულდა - ინგლისურმა კლუბმა პარი სენ-ჟერმენთან 2:4 წააგო.