ვინ გახდება ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი? კვარაცხელია ოთხეულშია
3 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფამ ის 4 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ.
რა თქმა უნდა, საუკეთესოთა შორისაა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ჩელსისთან მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ხვიჩას გარდა, ოთხეულში ფედერიკო ვალვერდე, მაიკლ ოლისე და ხულიან ალვარესი მოხვდნენ:
კვარაცხელია - 2 გოლი და საგოლე პასი ჩელსისთან 5:2 მოგებულ მატჩში.
ოლისე - 2 გოლი და საგოლე პასი ატალანტასთან 6:1 მოგებულ მატჩში.
ვალვერდე - 3 გოლი სიტისთან 3:0 მოგებულ მატჩში.
ალვარესი - 2 გოლი და საგოლე პასი ტოტენჰემთან 5:2 მოგებულ მატჩში.
თქვენი რჩეულისთვის ხმის მიცემას ამ ლინკზე შეძლებთ.