Belive

იამალი გალათასარაის ფეხბურთელს: "ახლა მაინც მცნობ?"

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

სტამბოლში გამართული ბარსას მატჩის ირგვლივ დიდი ინტრიგა ტრიალებდა. უფრო მეტად არა თავად გალათასარაისა და „ბლაუგრანას“ დაპირისპირებით, არამედ იმ დუელით, რომელიც მოედანზე უნდა გამართულიყო მას შემდეგ, რაც მარიო ლემინამ განაცხადა, რომ ლამინ იამალი "არ იცოდა" და მხოლოდ სანეს იცნობდა.

თუ რამე გახდა ნათელი, ეს ისაა, რომ მსგავსი პროვოკაციები ბარსას ახალგაზრდა ვარსკვლავში მხოლოდ „მხეცს“ აღვიძებს. ზუსტად ასეც მოხდა: ლამინე იამალს გოლი არ გაუტანია, თუმცა ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. მეორე გადაცემა ვირუსული აღმოჩნდა - „რაბონას“ მსგავსი ელეგანტური მანევრის წყალობით, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა და ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი აღაფრთოვანა.

„ვინ არის ლამინ იამალი? მე მხოლოდ სანეს ვიცნობ“ - ამბობდა მატჩამდე გალათასარაის ფეხბურთელი მარიო ლემინა. ბარსას ლიდერმაც, მორიგი ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, სოციალურ ქსელში მოკლე და მკაცრი პასუხი გამოაქვეყნა: „ახლა მაინც მიცნობ?“.

საქმე ამით არ დასრულებულა - რაფინიამაც გადაწყვიტა ხუმრობა და ლამინეს პოსტს გამოეხმაურა: „მგონი, ახლა უკვე გიცნობს“, დაწერა ბარსას კაპიტანმა. მხარდაჭერა არც Adidas-ისგან დაყოვნდა: „მეგობარმა იკითხა, ვინ არის იამალიო და პირდაპირ ეთერში მასტერკლასი მიიღო“.

თავად მარიო ლემინამაც მალევე უპასუხა ლამინე იამალს სოციალურ ქსელში:

„რა თქმა უნდა, გიცნობ. ჩემი პატარა გაგიჟებულია შენზე. გილოცავ“ - დაწერა ლემინამ თავის ინსტაგრამის სთორიში.

სხვა სტატიები