Belive

,,ვინ არის მბაპე?'' - პერესის პასუხი რეალის ფანებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს, ,,სამეფო გუნდის'' გულშემატკივრებმა კილიან მბაპესა და ალფონსო დევისის ყიდვა სთხოვეს:

გულშემატკივარი: ,,მბაპე და დევისი უნდა იყიდოთ! მათთან ერთად ყველაფერს მოვიგებთ!''

პერესი: ,,ვინ არის დევისი? ვინ არის მბაპე?''

ესპანური მედიის ცნობით, ,,რეალმა'' ორივე ფეხბურთელის ტრანსფერი უკვე შეათანხმა და მბაპე და დევისი ზაფხულიდან მადრიდულ გრანდს შეუერთდებიან.

მიმდინარე სეზონში კილიანის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 34 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

ალფონსო დევისმა კი ,,ბაიერნის'' შემადგენლობაში გამართულ 29 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.

სხვა სტატიები