Belive

კილიან მბაპე: "მედია გრიზმანს კლავს, ის კრიტიკას არ იმსახურებს"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კილიან მბაპემ, პორტუგალიასთან ხვალინდელი მატჩის წინ, პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა კიდევ ერთხელ აღიარა, რომ კრიშტიანუ რონალდუ მისთვის ყოველთვის იყო მთავარი მისაბაძი მაგალითი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მისი საუბრის დიდი ნაწილი ანტუან გრიზმანს შეეხო. მბაპემ გრიზმანი მიდიისა და გულშემატკივრების კრიტიკისგან დაიცვა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ფრანგებს ჯერ საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება უჭირთ.

ამ ბოლო დროს გრიზმანს მედია თავს ესხმის, რაც უცნაურად და გადაჭარბებულად მეჩვენება. ანტუანი ახლა რთულ გზას გადის და მის გვერდით უნდა ვიდგეთ. მას იმდენი რამ აქვს გაკეთებული ჩვენი ნაკრებისთვის, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ.

კარგი იქნება, თუ ყველა მას დავიცავთ, მათ შორის მედიაც, ნებისმიერს აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ თანამედროვე ეპოქის მოთამაშეებში ის ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესოა.

როდესაც გრიზმანს მხარს უჭერთ, ის ყოველთვის მაქსიმუმს იძლევა, ამიტომ ჩვენი უმნიშვნელოვანესი მოთამაშის გამხნევება ჩვენი ვალდებულებულებაა. - განაცხადა კილიან მბაპემ

ევრო 2024-ის მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. ფრანგებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და 1/8 ფინალში ბელგიის დამარცხება (1:0) შეძლეს, პორტუგალიელები კი, რომლებიც ჯგუფში საქართველოსთან ერთად იმყოფებოოდნენ, პლეი ოფში სლოვენიას პენალტების სერიით გასცდნენ.

სხვა სტატიები