Belive

კილიან მბაპე: "ჩემი ოცნება ახდა, ყველაზე ბედნიერი ბიჭი ვარ"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს მადრიდის "რეალში" კილიან მბაპეს მასშტაბური პრეზენტაცია შედგა. ფლორენტინო პერესმა დიდი ხნის ოცნება აისრულა, თავის კლუბში მბაპე მოიყვანა და ამ დღის აღსანიშნავად გრანდიოზული ღონისძიება დაგეგმა. ბერნაბეუზე 85 000-მა გულშემატკივარმა მოიყარა თავი იმისთვის, რომ ფრანგ ფეხბურთელს შეგებებოდნენ.

აქ შეკრებილმა ყველა ბავშვმა მინდა იცოდეს, რომ მეც თქვენნაირი ვიყავი. მქონდა ოცნება და ავისრულე. მიზანდასახულობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება, ბევრი შრომით, ერთ დღეს თქვენც ჩემს ადგილას იქნებით. ვამაყობ, რომ აქ ვარ და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ვარ.

წარმოუდგენელია, რომ აქ ვარ, ყველაზე ბედნიერი ვარ. მადლობა გულშემატკივრებს. ახლა კიდევ ერთი ოცნება მაქვს, ვიცხოვრო მსოფლიოში საუკეთესო კლუბის ისტორიის შესაბამისად და მივცე მას ყველაფერი, რისი გაცემაც შემიძლია. - განაცხადა კილიან მბაპემ
ძვირფასო კილიან, აქ ხარ მადრიდის რეალში! მე ვიცი, რომ არასდროს დაგავიწყდება 2012 წლის დეკემბერი, როდესაც ზინედინ ზიდანმა მოგიწვია ამ კლუბის აღმოსაჩენად, რომლითაც ასე აღფრთოვანებული ხარ. შენ აიხდინე ოცნება, იმიტომ, რომ გინდოდა და ცდილობდი გეტარებინა თეთრი მაისური - ამ სიტყვებით დახვდა ფლორენტინო პერესი კილიანს

მბაპემ თავისი სრული სიტყვა ესპანურად წარმოთქვა. ფრანგმა ფეხბურთელმა 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მინიმუმ სეზონის ბოლომდე 9-ნომრიან მაისურს მოირგებს. როგორც ამბობენ, მოდრიჩის პატივისცემის გამო, მან უარი თქვა 10 ნომრის ტარებაზე.

სხვა სტატიები