"ვილის მენტალიტეტი არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება" - იაშვილმა Bild-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა
3 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
ვილი სანიოლის დანიშვნა საქართველოს ნაკრებში
ორივე სწრაფად დავრწმუნდით, რომ უნდა გვეთანამშრომლა. რამდენჯერმე მქონდა საუბარი ვილისთან, მაგრამ პირველი საუბრის შემდეგვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ზუსტად ჩვენთვის შესაფერისი ადამიანი იყო. ვილის როგორც მწვრთნელს, როგორც პროფესიონალს ძალიან ძლიერი მენტალიტეტი აქვს. მას სურს მოიგოს ყველა თამაში და არ ეშინია მეტოქის. მისი თავდაჯერებულობა და სიმშვიდე წარუმატებლობის შემდეგაც გუნდს ანიჭებს დაცულობის შეგრძნებას და აძლიერებს ფეხბურთელებს. ეს არის ჩვენი იდეა. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და მნიშვნელოვანია, რომ მათ მიიღონ რწმენა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ის, შესაძლებელია. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც მათ ყველა თამაშში უნდა ჰქონდეთ.ხვიჩა კვარაცხელიას ტალანტი
დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩას შეუძლია ნებისმიერი ტოპ გუნდის გაძლიერება. მაგრამ ძნელი სათქმელია, უნდა გადავიდეს იგი პირდაპირ ისეთ კლუბში, როგორიცაა "ბაიერნი", თუ შუალედური ნაბიჯი გადადგას სათამაშო პრაქტიკისა და გამოცდილების მისაღებად. ჩემთვის ერთი რამ ცხადია: კვარაცხელიას აქვს ყველა ის თვისება, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ სუპერვარსკვლავი გახდეს. ყოველთვის, როცა მის ვარჯიშს ვუყურებ, ბედნიერი ვარ მისი წარმოუდგენელი ნიჭის გამო.