Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება რომას წინააღმდეგ

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურის მატჩში "ნაპოლი" "რომას" დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მეტოქესთან ფრედ 2:2 ითამაშა. პირველი გოლი 59-ე წუთზე პაოლო დიბალამ გაიტანა, 64-ე წუთზე კი მატიას ოლივერამ გაათანაბრა, 84-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიაზე საჯარიმოში უხეში თამაში დაფიქსირდა და პენალტი დაინიშნა, თერთმეტმეტრიანი კი ოსიმენმა ზუსტად შეასრულა. 90-ე წუთზე ტამი აბრაჰამმა ანგარიში კვლავ გაათანაბრა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 86 წუთი ითამაშა. Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება 7.9 დაუწერა. კვარამ ერთხელ კარში დაარტყა, ერთხელ კარისკენ, 2-ჯერ დარტყმული კი დაუბლოკეს, 11-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 6 წარმატებული იყო, ბურთს 67-ჯერ შეეხო, 30 გაკეთებული გადაცემიდან 25 ზუსტი იყო (83%), 20 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 12-ში გამარჯვებული დარჩა.

Whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელიას 8.4 შეფასება დაუწერა, რაც მატჩში ყველაზე მაღალი იყო.

"ნაპოლი" სერია A-ს ცხრილში მე-8 ადგილზეა (13 მოგება, 11 ფრე და 10 მარცხი) და ევროთასების ზონას 5 ქულა აშორებს. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი შემდეგ შეხვედრას "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 6 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები