Belive

"ეს გამარჯვება მას ეძღვნება" | ფაბიან რუისი ტენერიფეს გარდაცვლილ ფეხბურთელზე

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენის ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა, ვილიარეალთან გამარჯვება და გატანილი გოლი ტენერიფეს გარდაცვლილ ფეხბურთელს, ხესუს დე მიგელს მიუძღვნა. რუისმა ხელებით თავდამსხმელის 9-ნომრიანი მაისური გამოსახა, შემდეგ კი ხელები მაღლა ასწია და ცისკენ აიხედა.

მატჩის დასრულების შემდეგ ესპანელმა ფეხბურთელმა PSG TV-სთან ინტერვიუში, ხესუს დე მიგელსა და სამშობლოში დატრიალებულ ტრაგედიაზე ისაუბრა.

პირველ რიგში, მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ხესუს დე მიგელის ოჯახსა და ახლობლებს. ეს გამარჯვება მას ეძღვნება. ისევე, როგორც ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის ყველა მსხვერპლს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე პერიოდია.

მინდა, სამშობლოს სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო. დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ. საწყის წუთებში ოთხი გოლი გავიტანეთ, რამაც თამაშის ბედი თავიდანვე გადაწყვიტა. ამის შემდეგ უფრო მშვიდად ვთამაშობდით. ვილიარეალი მაღალი დონის გუნდია, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და ამ გამარჯვებით ბედნიერები ვართ. - ფაბიან რუისი

ფაბიან რუისმა გუშინდელ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ესპანელი, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სხვა სტატიები