"ბრაზილიურ ფეხბურთს დიდი ცვლილებები სჭირდება" - რონალდო
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა რონალდო ნაზარიომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა. ესპანური გამოცემა Sport-ის თანახმად, "კიჭა" მომავალი წლის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებს.
ბრაზილიის ფედერაციის პრეზიდენტობაზე მრავალი წელი ვსაუბრობდი. ეს არ შეცვლილა. ამისთვის სწორ დროს ველოდები და საოცრად მომზადებული ვარ. ბრაზილიურ ფეხბურთს დიდი ცვლილებები სჭირდება. მე კანდიდატი არ ვარ, ეს მხოლოდ ჩემი სურვილია. - რონალდო ნაზარიო
🚨🇧🇷 Ronaldo: “For years I have been talking about my idea of being CBF president. That has not changed”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 22, 2024
“We wait for the right moment, I am extremely prepared. Brazilian football needs BIG changes”.
“I am not a candidate, there is no election in sight. It is just my desire”. pic.twitter.com/VWL7vfleYX
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ედნალდო როდრიგესის ვადა 2026 წელს იწურება. მიუხედავად ამისა, არსებობს ვარიანტი რომ არჩევნები 2025 წელსვე ჩატარდეს.