ვილი სანიოლი: "ჰოლანდის გარეშე თამაში ორივე ნაკრებისთვის გამოწვევა იქნება"
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები ნორვგეიას დაუპირისპირდება, ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელზეც მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
"ესპანეთის ნაკრების მიერ ნორვეგიასთან 3:0 გამარჯვება ვფიქრობ დამსახურებული შედეგი იყო. ნორვეგიის ნაკრები საკმაოდ ძლიერი გუნდია და რთულ შეხვედრას ველით, მაგრამ ამისთვის მზად ვართ.
ცხადია, ხვიჩა ლეო ოსტიგორს კარგად იცნობს და ეს კარგია, მაგრამ მე უფრო მეტად მეტოქის გუნდური თამაში მაინტერესებს, როგორც დაცვაში - ისე შეტევაში.
ყველას პატივს ვცემ, ბულგარეთსაც, მაკედონიასაც, მაგრამ მგონია, რომ ნორვეგია და ის ნაკრებები, რომლებთანაც ამ შესარჩევში ვითამაშებთ, გაცილებით ძლიერი გუნდები არიან. ერთა ლიგის შეხვედრებიდან მაქსიმალური დასკვნები გამოვიტანეთ და ახალ შესარჩევ ეტაპს მოუთმენლად ველით.
მე, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი ბედნიერი ვარ, როცა ყველა დიდი ფეხბურთელი მოედანზეა. ნორვეგიის ნაკრებისთვისაც და ჩვენთვისაც ეს გამოწვევა იქნება. ხვიჩას თამაში "ნაპოლისა" და საქართველოში განსხვავებულია, რადგან ჩვენ სხვა სისტემით ვთამაშობთ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში მისგან დიდებულ თამაშს ველოდებით", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების დაპირისპირება 28 მარტს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.