საბა ლობჟანიძე: "წარმატებული სანაკრებო სერიის გასაგრძელებლად მზად ვართ"
საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, საბა ლობჟანიძემ ეროვნული გუნდის კვიპროსში გამგზავრებამდე კომენტარი გააკეთა და მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრა.
"ხანგრძლივი და კარგი მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს ჯგუფის ორ მნიშვნელოვან თამაშამდე. ორივე მოწინააღმდეგე განსხვავებული სტილის გუნდია, თავდაპირველად სრული კონცენტრაცია გვაქვს კვიპროსთან თამაშზე, რადგან გვსურს რომ ქულები ავიღოთ. შემდეგ კი, როგორც იცით, ჯგუფის ლიდერს, შოტლანდიას ვხვდებით. ყველა მზად ვართ საინტერესო საფეხბურთო სეზონის შემდეგ წარმატებული სანაკრებო სერიის გასაგრძელებლად", - თქვა 27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა.
საქართველოს ეროვნული გუნდი ივნისის თვეში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ეგიდით ორ მატჩს ჩაატარებს – 17 ივნისს კვიპროსის, ხოლო 20-ში შოტლანდიის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ.