ვილი სანიოლი ლიეტუვასთან მატჩამდე: "ცვლილებები იქნება"
6 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრები, 2026 წლის მეორე ამხანაგურ მატჩს 29 მარტს, კაუნასში, ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მოახლოებულ შეხვედრამდე, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ნაკრების პირველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, პრესკონფერენცია გამართეს.
ჩვენ ვიცით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს იმას, როცა გიორგი ჩაკვეტაძეს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს და თამაში შეუძლია. მოედანზე მისი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ვნახოთ, ვარჯიშის შემდეგ როგორ იქნება. ისრაელთან განახლებული შემადგენლობით ვითამაშეთ, ბუნებრივია, შემადგენლობაში ცვლილებები იქნება.
ზურიკო დავითაშვილი ლიეტუვასთან მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. მესმის, რომ სათამაშო დროის სიმცირის გამო იმედგაცრუებულია, მაგრამ ჩვენ ბევრი მოთამაშე გვყავს, გუნდში მეტი კონკურენცია გვჭირდება.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე გუნდში აღარ არის და ისრაელთან სამმცველიან ტაქტიკას ამიტომაც დავუბრუნდით. მთავარი გამოწვევა დაცვაა და ამ მხრივ სექტემბერს გაძლიერებულები უნდა შევხვდეთ.
- განაცხადა ვილი სანიოლმა
ნაკრები რამდენიმე გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა და ახლა კიდევ უფრო გაახალგაზრდავებული გუნდი ვართ, ამიტომ მეტი შეთამაშება გვჭირდება. ამხანაგურ მატჩებს იმისთვის გამოვიყენებთ, რომ სექტემბერში ერთა ლიგის შეხვედრებს ოპტიმალურ ფორმაში შევხდეთ.
ლივერპულის პსჟ-სთან დაპირისპირებას ჩვენთვის რთულ გამოწვევად მივიჩნევ. მე და ხვიჩა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და არამარტო შესანიშნავი ფეხბურთელი, არამედ ძალიან კარგი ადამიანიცაა და მას ამ თამაშში პირად წარმატებას ვუსურვებ. - გიორგი მამარდაშვილი
საქართველოს ნაკრებმა, პირველ ამხანაგურ მატჩში, საკუთარ მოედანზე, ისრაელი მიიღო და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.