Belive

ოფიციალურად | ბარსელონას 2 მცველი დაემტვრა, ისინი მინიმუმ 1 თვეს იუქმებენ

18 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

კატალონიის ბარსელონას ლაზარეთი კიდევ უფრო გაიზარდა, თანაც გუნდს ორივე მცველი დაემტვრა - ჟიულ კუნდე და ალეხანდრო ბალდე.

ორივე მათგანმა ტრავმა სამეფო თასის 1/2-ფინალში, ატლეტიკოს წინააღმდეგ მიიღო, რის გამოც, მათ მოედნის დატოვება მოუწიათ. ზუსტი სიმძიმის დასადგენად, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, უკვე ნათელია, რომ ისინი მინიმუმ 1 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებენ, შესაბამისად, ბარსელონას კატასტროფული დაცვის ხაზი, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში დგება...

დაზუსტებული ინფორმაციით, ფრანგი მცველი - ჟიულ კუნდე 1 თვე ვერ ითამაშებს, ესპანელი მარცხენა მცველი - ალეხანდრო ბალდე კი 5-6 კვირას იუქმებს, რაც დაახლოებით თვენახევარია...

ბარსელონა სეზონის ბოლოსკენ წარმატებულად მიდის, ისინი ლა ლიგას 4 ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ, ჩემპიონთა ლიგაზე კი 1/8-ფინალში ნიუკასლს შეხვდებიან.

მატჩები, რომლებსაც მცველები ტრავმის გამო ოფიციალურად გამოტოვებენ:

  • ლა ლიგა - ბილბაო Vs ბარსელონა

  • ჩემპიონთა ლიგა - ნიუკასლი Vs ბარსელონა

  • ლა ლიგა - ბარსელონა Vs. სევილია

  • ჩემპიონთა ლიგა - ბარსელონა Vs. ნიუკასლი

  • ლა ლიგა - ბარსელონა Vs. რაიო ვალეკანო

კუნდესა და ბალდეს სავარაუდო დაბრუნების თარიღი 5 აპრილია, მატჩი სადაც ბარსელონა მადრიდში ატლეტიკოს ესტუმრება. ასევე დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ ორივე ფეხბურთელი სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს.

სხვა სტატიები