Belive

ოფიციალურად | აურელიან ჩუამენის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა - ფრანგი მინიმუმ 35 დღეს იუქმებს

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩში მადრიდის "რეალი" საკუთარ არენაზე "მილანთან" 1:3 დამარცხდა. ანგარიში მილანელთა ფეხბურთელმა მალიკ ჩაომ მე-12 წუთზე გახსნა, ვინისიუსმა 23-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმის მიწურულს ალვარო მორატამ თავისი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა, ხოლო 73-ე წუთზე ტიჯანი რეინდერსმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

პირველი ტაიმის მიწურულს, მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა - აურელიან ჩუამენიმ ტრავმა მიიღო, რის გამოც, მეორე ტაიმის სტარტზევე შეიცვალა.

დღეს ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ აურელიან ჩუამენის ტრავმა სერიოზულია - მას მარცხენა ტერფის მძიმე დაჭიმულობა დაუდგინდა, რის გამოც მინიმუმ 35 დღეს (1 თვეს) იუქმებს.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩუამენისთვის ტრავმები ძალიან მოხშირდა. მან 2024/2025 წლების სეზონში, 24 დღე და 2 თამაში უკვე გამოტოვა, ახლა კი მას მინიმუმ 2-3 მატჩის გამოტოვება მოუწევს.

აქვე შეგახსენებთ, რომ აურელიან ჩუამენი "სამეფო კლუბის" ღირსებას 2022/2023 წლების სეზონიდან თამაშობს, რა პერიოდშიც 103 მატჩი ჩაატარა და 3-ჯერ შეძლო მეტოქე გუნდების კარის აღება.

სხვა სტატიები