Belive

ვილი სანიოლი ჩეხებთან მატჩამდე: "მთავარია ჩვენ როგორ ვითამაშებთ და არა - მეტოქე"

6 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანეს მატჩამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ხვალ ქართველები ჰამბურგში ჩეხებს დაუპირისპირდებიან. პირველი ტურის მატჩებში ორივე გუნდი დამარცხდა, ამიტომ ორივე მოსაგებად აპირებს თამაშს, რათა ჯგუფიდან გასვლის შანსი ჰქონდეთ. 22 ივნისის შეხვედრამდე ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ეს იქნება სხვა ტიპის შეხვედრა, რადგან ჩეხეთი თურქეთისგან განსხვავებული გუნდია. სხვა სტილით თამაშობენ, აქვთ გამოცდილება და ნახეთ, თუ როგორ კარგად ჩაატარეს საკვალიფიკაციო ეტაპი. მათთან თამაში რთული იქნება. ჩვენს ნაკრებში, ოთარ კიტეიშვილის გარდა ყველა მზადაა, მხოლოდ საკუთარ თავზე ვიქნებით კონცენტრირებულები.

თუ ჩვენი გუნდი დისციპლინაზე დამყარებულ ფეხბურთს თამაშობს, მაშინ ყველაფერი კარგად გამოდის. ჩვენი პრობლემა არ არის მეტოქე, მთავარია საკუთარ თავს არ შევუქმნათ პრობლემები.

შემადგენლობის შესახებ ზუსტად არაფერს ვიტყვი. ერთი რამ ცხადია, ცვლილებები ზოგჯერ საჭიროა. როცა გუნდი მხოლოდ 11 ფეხბურთელს იყენებს, ეს დადებითად ვერ შეფასდება. შესაძლოა, იყოს ცვლილებები, თუმცა ზუსტად ვერ ვიტყვი.

სადებიუტო მატჩის წაგება სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს აღქმული. ასეთ თამაშში მარცხმა გული დაგვწყვიტა, მეოორე მხრივ კი ევროპის ჩემპიონატზე გულდაწყვეტაც ბედნიერებაა. მხოლოდ შედეგი არაა მთავარი, ასე რომ იიყოს, კმაყოფილი ვერასდროს ვერავინ იქნებოდა.

- განაცხადა ვილი სანიოლმა

მესამე და მეოთხე ადგილებზე მყოფი ჩეხეთი და საქართველო უძლიერესის ვინაობას ხვალ გაარკვევენ. ორივე გუნდს ძალიან სჭირდება მოგება, რათა ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი შეინარჩუნონ.

სხვა სტატიები