Belive

The Guardian: "საქართველო აქამდე 30 წლის განმავლობაში მოდიოდა"

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე შედგა. ისტორიულ მატჩში ჩვენი მოწინააღმდეგე თურქეთის ნაკრები იყო. დაძაბული შეხვედრა საბოლოოდ მოწინააღმდეგის გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლის გუნდს არაერთი შანსი ჰქონდა, თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო გოლში გარდასახვა ვერ შეძლო. საბოლოო ანგარიში 3:1, 97-ე წუთზე აქთურქოღლუს გოლით დაფიქსირდა.

საქართველომ არაერთი გამოცემისა და რაც ყველაზე მთავარია გულშემატკივრებისგან, დიდი სიმპათიები დაიმსახურა. ჩვენი ნაკრების დებიუტს გამოეხმაურა გავლენიანი გამოცემა The Guardian-ც.

საქართველო აქამდე 30 წლის განმავლობაში მოდიოდა. მსაჯის დამატებულ დროში თითქმის შეძლეს გათანაბრება. მექვაბიშვილისა და ქოჩორაშვილის კომბინაცია ახლო მანძილიდან ვერ გამოიყენეს. კვარაცხელიამ ძელს მოარტყა. ზურიკო დავითაშვილის დარტყმა კარის ხაზიდან გამოიტანეს. გათანაბრების სურვილით შეპყრობილმა მეკარემ კარიც კი დატოვა. - წერს Guardian

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები 22 ივნისს, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჰამბურგში გამართავს.

სხვა სტატიები