ვიდალი გარნაჩოზე: ,,არ მესმის, რატომ აღნიშნა გოლი რონალდუს სტილში?''
ჩილეს ეროვნული ნაკრებისა და ,,ატლეტიკო პარანაენსეს'' ნახევარმცველს, არტურო ვიდალს, ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' შემტევის, ალეხანდრო გარნაჩოს გოლის აღნიშვნა არ მოეწონა.
,,ევერტონთან'' მატჩში არგენტინელმა ულამაზესი მაკრატელა გაიტანა და გოლი კრიშტიანუ რონალდუს სტილში აღნიშნა.
,,საოცარი გოლია... უბრალოდ, ვერ გავიგე, რატომ აღნიშნა რონალდუს სტილში?! არ მესმის, რატომ არ აკეთებს ამას საკუთარ სტილში. გასაგებია, რომ კრიშტიანუ გარნაჩოს კუმირია, ამას პატივს ვცემ, მაგრამ მან თავისი სათქმელი უნდა თქვას. ის უკვე შესანიშნავი ფეხბურთელია.
წინააღმდეგ შემთხვევაში, არგენტინელი სამუდამოდ ჩრდილში დარჩება. თუმცა, ეს დიდებული გოლი იყო...'' - არტურო ვიდალი
მიმდინარე სეზონში გარნაჩოს ანგარიშზე ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 2 გოლია.
,,წითელი ეშმაკები'' პრემიერლიგის 13 ტურის შემდეგ 24 ქულით სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზე არიან.
🇨🇱🗣️ Arturo Vidal on Garnacho's goal: “The only bad thing or what I didn't understand is why he celebrates like Cristiano?"
— EuroFoot (@eurofootcom) November 27, 2023
"He has to make his own name. He is an already great player. It's good that he is his idol, respect for that, but then he has to make his name."
"How are… pic.twitter.com/UeH7tXdmmt