Belive

ჩაძირული გემიდან კრისტიან ერიქსენიც ხტება

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

დანიელი ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი, მიმდინარე სეზონის ბოლოს, "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ერიქსენს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივდა და ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება.

ერიქსენი მანჩესტერ იუნაიტედს თავისუფალი ტრანსფერით 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა, "ბრენტფორდში" გატარებული ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, ის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო 'ეშმაკების' ნახევარდაცვის ხაზში.

33 წლის ფეხბურთელს იუნაიტედში არაერთგვაროვანი პერიოდი ჰქონდა, კარგად დაიწყო, მაგრამ თანდათან მისი სათამაშო დრო, ახალგაზრდა ტალანტების გამოჩენასთან ერთად, თანდათან მცირდებოდა. ამ სეზონში მას გაუჭირდა სათამაშო დროის მიღება, ჩაატარა მხოლოდ 13 მატჩი და გოლი არ გაუტანია.

სხვა სტატიები