Belive

'ლორიენზე კითხვები არ არის?' - ლუის ენრიკე ისევ ბაიერნზე ალაპარაკეს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენი, 2 მაისს, ლიგა 1-ის 32-ე ტურში ლორიენს მიიღებს. პსჟ ჩემპიონობას უახლოვდება და ეს თამაში საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი ყურადღება წინა კვირას გამართულ ნახევარფინალურ დაპირისპირებას დაეთმო (ჩემპიონთა ლიგაზე/ ბაიერნთან (5:4). პარიზელების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, პრესკონფერენციის ოთახის დატოვებისას სარკასტულად განაცხადა, რომ ლორიენზე კითხვები ალბათ ბაიერნთან მეორე თამაშამდე იქნებოდა.

- თქვენ თქვით, რომ ძალიან დაიღალეთ ბაიერნთან მატჩის გაანალიზებით. რა არის მთავარი გრძნობა: 5:4 გამარჯვების სიამაყე თუ 5:2-იდან გაშვებული გოლების იმედგაცრუება?

- ვერ ვიგრძნობ იმედგაცრუებას. ეს იყო უნიკალური საფეხბურთო მატჩი. თამაში წარმოუდგენელი იყო, რადგან თავდამსხმელებმა მცველები ამდენჯერ დაამარცხეს და არა იმიტომ, რომ ცუდი დაცვა იყო. სწორედ ეს ხდიდა მატჩს ბრწყინვალეს.

შეხედეთ, როგორ იცავდნენ თავს კეინი და დემბელე, ორი ცხრიანი... წარმოუდგენელია. ორივე გუნდი იმსახურებს ქებას. ბაიერნი ყველაზე რთული მეტოქეა, ვისაც პსჟ-ში შევხვედრივარ. ასე რომ, უკვე ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებით. შეგვეძლო წაგება ან ფრე. ეს უსამართლო არ იქნებოდა.

მადლობა ყველაფრისთვის - ლორიენზე კითხვები არ არის, ალბათ ამაზე საუბარი ბაიერნთან მეორე თამაშის წინ (პრესკონფერენციაზე) მომიწევს (სარკასტულად) - განაცხადა ლუის ენრიკემ

პსჟ პირველ ადგილზეა და 4 თამაში დარჩა ჩასატარებელი - ის მეორეადგილოსან ლანსს 6 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები