Belive

არნე სლოტი: "ამ გამარჯვებით ჩვენს საუკეთესო ფორმას უნდა დავუბრუნდეთ"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მატჩში, ლივერპული აინტრახტს ფრანკფურტში დაუპირისპირდა და 1:5 გაიმარჯვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლივერპულმა ზედიზედ 4-მარცხის შემდეგ, პირველი მატჩი მოიგო.

ლივერპულის კარს პირველივე წუთიდან გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც 1 ბურთის მოგერიება შეძლო, თუმცა სამწუხაროდ მან კარი მშრალად ვერ შეინახა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა მოგებული მატჩი შეაფასა და ამ გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ასეთია ფეხბურთი, სეზონი საუკეთესოდ დავიწყეთ, თამაშის ხარისხის დონეც მაღალი იყო, თუმცა ჩაგვივარდა 4 თამაში, წავაგეთ და ყველამ ჩამოგვწერა - ეს ასე არ არის, ფეხბურთია, ხან აღმასვლაა, ხან დაღმასვლა. მთავარია სტაბილურობა შევინარჩუნოთ, სწორედ ამიტომ იყო ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი.

გამარჯვებაზე მეტად უფრო მესიამოვნა, რომ დღეს ჩემმა ბიჭებმა მოედანზე საკუთარი თავები იპოვეს და უამრავი შანსი შექმნეს. პირველი გოლის გაშვების შემდეგ არ გატყდნენ, პირიქით, რაც მოხდა ნახეთ, 4 წუთში დავბრუნდით თამაშში.

წინ მნიშვნელოვანი თამაშებია, ამ გამარჯვებით ჩვენს საუკეთესო ფორმას უნდა დავუბრუნდეთ" - არნე სლოტი

ლივერპულს ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში, 3 თამაშში 6 ქულა დაუგროვდა. 'მერსისაიდელები' ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში მადრიდის რეალს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები